კომაროვის სკოლაში ახლად ჩამოყალიბებული მოაზროვნეთა კლუბის ფარგლებში, რომელშიც ინგლისურ ენაზე ტარდება ვიქტორინა-კონკურსები, პირველი აქტივობა ჩატარდა.
- 01 მაისი, 2019
კომაროვის სკოლაში ახლად ჩამოყალიბებული მოაზროვნეთა კლუბის ფარგლებში, (დამფუძნებელი IX - პირველი კლასის მოსწავლე ნიკოლოზ დევიძე) რომელშიც ინგლისურ ენაზე ტარდება ვიქტორინა-კონკურსები, პირველი აქტივობა ჩატარდა.
თამაშის წამყვანი კომაროვის ყოფილი მოსწავლე დემეტრე დევიძე იყო, რომელიც მეორე წელია სრული დაფინანსებით სწავლობს ბრიტანეთის დამოუკიდებელ კოლეჯ Oswestry- ში.
კონკურსმა დიდი დაინტერესება გამოიწვია, სულ ჩართული იყო 16 გუნდი მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები. გამოვლინდა გამარჯვებულები, რომლებიც შემდგომ თამაშზე მიიღებენ მონაწილეობას.
კომაროვის სკოლა მადლობას უხდის პროექტების სამსახურს, კლუბის ორგანიზატორებს, თამაშის მონაწილეებს და წარმატებებს უსურვებს მომავალშიც.